გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი ძალიან წუხს, რომ სამეფო უმაღლესობის ტიტულით ვეღარ ისარგებლებს.
"მინდა, რომ სიმართლე ჩემგან გაიგოთ, რომელიც უნდა გაგიზიაროთ, არა როგორც პრინცმა ან ჰერცოგმა, არამედ ჰარიმ - ადამიანმა, რომელიც 35 წელი თქვენს თვალწინ იზრდებოდა, ჰარიმ, უფრო ნათელი პერსპექტივით", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ ლონდონში, საქველმოქმედო ორგანიზაციის, Sentebale-ს შეხვედრაზე გამოსვლისას.
მისივე თქმით, ის დიდ პატივსცემს ბებიას, დედოფალ ელისაბედ მეორეს და ეს არასდროს შეიცვლება.
"დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, რომელიც მიყვარს. ეს არასდროს შეიცვლება... ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე მივედით, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა", - აღნიშნა ჰარიმ.
პრინცის თქმით, მას სურდა, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ემსახურა სამეფო ოჯახში, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, პრინცმა და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ უარი თქვეს სამეფო მოვალეობების შესრულებაზე, რის შედეგადაც მათ სამეფო უმაღლესობის ტიტულები ჩამოერთვათ.
ცოლ-ქმარი 2,4 მლნ ფუნტს (3,1 მლნ დოლარს), რომელიც გადასახადების გადამხდელების სახსრებიდან სასახლის რემონტისთვის დახარჯეს, უკან დააბრუნებენ და სახლმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდებიან.