იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მიესალმება. წულუკიანის თქმით, შოთაძე ძალიან კარგი მთავარი პროკურორი იყო და მისი მუშაობის დროს უწყებაში მართლმსაჯულების პროცესი უფრო ჰუმანური გახდა.
„ირაკლი შოთაძე იყო საქართველოს ძალიან კარგი მთავარი პროკურორი. ეს იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც, მე როგორც იუსტიციის მინისტრმა დავინახე პროკურატურაში რეფორმები, დავინახე შეკრული პროკურორთა კორპუსი და დავინახე გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი, რომლის მხარეც არის ბრალდების მხარე. მივესალმები ამ კანდიდატურის დაყენებას“, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ წარუდგინა.
ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობისთვის იბრძოლებს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.
ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტი 2018 წლის 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამო დატოვა.