სტატისტიკურმა ონლაინპორტალმა Numbeo-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
2020 წლის იანვრის მონაცემებით, ცხოვრების ღირებულების ინდექსის გათვალისწინებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი ციურიხი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი ქალაქების პირველ ხუთეულში შვეიცარიის ქალაქები მოხვდა - ციურიხი, ბაზელი, ლოზანა, ჟენევა და ბერნი.
ათეულში მოხვდნენ ნორვეგიურლი ქალაქები - სტავანგერი, ოსლო, ტრონდემი, ბერგენი და ასევე ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი.
სულ რეიტინგში 440 ქალაქი მოხვდა. ცხოვრების ღირებულების ინდექსს მაღაზიებსა და რესტორნებში არსებული ფასების, სატრანსპორტო და კომუნალური ხარჯების და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ადგენდნენ.
რეიტინგში თბილისი 404-ე ადგილზე მოხვდა.