ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომლითაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციას ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი მხარდაჭერა აქვს და ტენდენციის თვალსაზრისით, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია.
„ისტორიული ანტირეკორდია ადამიანების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას მიჰყავს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, მიყავს პოლიტიკური უფსკრულისკენ. დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას ვხედავთ, რომ ასევე ანტირეკორდი არის, რაც ბუნებრივია, რადგან საზოგადოება ხედავს, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები. დემოკრატიული ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ჯამში „ქართულ ოცნებას“. „ევროპული საქართველოსთვისაც“ ტენდენციის თვლსაზრისით კარგი მონაცემებია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება ჯამში ყოველთვის საღად აფასებს ვითარებას, ყველა ხელისუფლების დროს. თუ გადავხედავთ, ასეა. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ეს კაცი ეპყრობა საზოგადოებას, როგორც მის ხელქვეითებს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, ასე სურს მოგვეპყროს ყველას, ბუნებრივია საზოგადოებამ ამაზე მისცა რეაქცია“ ,- განაცხადა ბოკერიამ.