დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად უარყო შოტლანდიის პირველი მინისტრის მოთხოვნა დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის ჩატარებისასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ რეფერენდუმი "გააგრძელებს პოლიტიკურ სტაგნაციას, რაც კი შოტლანდიას ბოლო ათწლეულის განმავლობაში უნახავს".
შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯონისთვის გაგზავნილი წერილი ბორის ჯონსონმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"თქვენ და თქვენმა წინამორბედმა პერსონალური პირობა დადეთ, რომ 2014 წლის რეფერენდუმი იქნებოდა ერთადერთი. შოტლანტიელებმა უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი ერთიანობის სასარგებლოდ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს შოტლანდიელი ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ვერ მოგცემთ უფლებას ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებისა", - აღნიშულია ბორის ჯონსონის წერილში.
შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტრჯონი მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოეხმაურა ჯონსონის წერილს და აღნიშნა, რომ "კონსერვატორები უარყოფენ დემოკრატიას".
მისივე თქმით, მიმდინარე თვის ბოლომდე, შოტლანდიის მთავრობა იმსჯელებს საპასუხო რეაგირებასთან დაკავშირებით.
"შოტლანდიას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი", - დასძენს სტარჯონი.
კანონმდებლობით დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებისთვის ლონდონის თანხმობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შედეგები იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება.
2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი გაიმართა, სადაც მოქალაქეების უმეტესობამ, 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ისურვა.