ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმია.
მუზეუმი 1872 წლის 20 თებერვალს გაიხნა.
მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას.
მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური აფრიკული, აზიური, ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშებს. აქვე არის ცნობილი ისტორიული ინტერიერების რეპროდუქციები.
იარაღისა და საჭურჭლეველის განყოფილებაში თავმოყრილია ანტიკური იარაღის ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ევროპიდან, იაპონიიდან, ახლო-აღმოსავლეთიდან და ამერიკიდან.
მუზეუმის საკუთრებაშია უნიკალური ფოტოკოლექციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მეტროპოლიტენში დაცული ასეულათასობით ფოტოდან რამდენიმე ათასი სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი დაინტერესებულ პირთათვის.