ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის ბრიტანელი კინოსა და თეატრის მსახიობი ჯერემი აირონსი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კინოფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს.
"ბერლინალეს" სამხატვრო დირექტორის კარლო ჩატრიანის თქმით, კინოფესტივალის ადმინისტრაციისთვის პატივია, ფესტივალის ჟიურის, რომელიც წელს 70-ედ ტარდება, სწორედ ჯერემი აირონსი უხელმძღვანელებს.
ბრიტანელი მსახიობი გამოეხმაურა მის ჟიურის თავმჯდომარედ წარდგენას და განაცხადა, რომ მან დიდი მოწიწებით მიიღო ეს დიდებული შემოთავაზება.
ჯერემი აირონში არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი საერთაშორისო კინოსა და თეატრის სამყაროში. მან აუდიტორიას თავი მრავალი ფილმითა და სპექტაკლით დაამახსოვრა.
კარიერის განმავლობაში აირონსმა იმუშავა მრავალ ცნობილ რეჟისორთან, მათ შორის დევიდ ლინჩთან, რიდლი სკოტთან, ბერნარდო ბერტოლუჩისთან და სხვებთან.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 20 თებერვალს გაიხსნება და 29 თებერვალს დაიხურება.