საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმიანმება.
„დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს ! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“, - წერს ზურაბიშვილი.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 ნოემბერს დააკავა. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს გამართულ პროცესზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა.