ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გაიმარჯვა.
საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, აშრაფ ღანიმ ხმების 50.6% მოიპოვა. მისმა მთავარმა მეტოქემ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აბდულა აბდულამ კი ხმების 39.52 %.
აბდულა აბდულა გამოეხმაურა არჩევნების შედეგებს და განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ხმების ამგვარად განაწილებას.
საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართა.