მიუხედავად იმისა, დღეს რა შეთავაზება მოიტანეს, სანამ არ იქნება ამოცანა მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში. იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის
„მმართველი გუნდი ჯერ ამბობდა, რომ საერთოდ არანაირი მოლაპარაკების საჭიროება და შესაძლებლობა არ არისო, მერე განსახილველი არაფერი არ არისო, არაფერი არ შეიცვლებაო, ახლა ამბობენ, რომ რაღაც მოიტანეს და არ ვიცი, რა მოიტანეს.
„ ახლა რაღაცა წინადადება მოიტანეს, შევხედავთ და მოგახსენებთ საზოგადოებას. იმის მიუხედავად, დღეს რა მოიტანეს, სანამ არ იქნება ამოცანა მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში. იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.