საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში ბზარის შეტანას რუსეთი ცდილობს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სომხეთში უმაღლესი დონის ვიზიტები მოწმობს იმას, რომ ამ ქვეყანასთან განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობელი ბზარის შეტანას ცდილობს. თუმცა, ეს ნეგატიურად არ აისახება ჩვენს ურთიერთობებზე", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ ტრადიციული თანამშრომლობით არ შემოიფარგლება და სამომავლოდ დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაც.
კალანდაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე ყურადღებას დღეს, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც გაამახვილებს.