სკოლებში მანდატურისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები გადამზადდებიან. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოზარდებში მსგავს ტრაგედიებს აგვაცილებს“, - განაცხადა ჩხენკელმა და აღნიშნა, რომსამინისტროს ფსიქოსოციალური ცენტრის ფსიქოლოგები „მწვანე სკოლაში“, ასევე, მე-100 და 169-ე სკოლაში აგრძელებენ მოსწავლეებთან მუშაობას, რათა მათ სტრესის გადალახვაში დაეხმარონ.
სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსაწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ფსიქოსოციალური მიმართულების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტუილი ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა“ ,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.