„ეროვნული ფორუმის" ლიდერები თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს, 4 ოქტომბერს, პარტიის იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების მოსახლეობას გაესაუბრება.
14:00 საათზე შეხვედრა თაბუკაშვილის ქუჩაზე „პირიმზის" წინ მდებარე ბაღში გაიმართება, ხოლო 17:00 საათზე - ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე, მე-19 "ბ" კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში.
როგორც ფორუმის პრესსამსახურში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, შეხვედრების მიზანია, საზოგადოებას უშუალოდ გააცნონ „ეროვნული ფორუმის" უახლოესი გეგმები, მათ შორის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პარლამენტში შესული ინიციატივის არსი.
შეგახსენებთ, რომ „ეროვნულმა ფორუმმა" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით 130 000 ხელმოწერა მოაგროვა. ხელმოწერათა დიდი ნაწილი თბილისზე მოდის.
მასალის გამოყენების პირობები