დღეს, 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასში", ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, "საარჩევნო კოდექსის" ერთობლივ პროექტს წარადგენენ.
8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა და ქართულ არასამთავროო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განსახილველად წარუდგენენ.
პროექტზე „ეროვნული ფორუმი", საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", „საქართველოს გზა", „ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ხალხის პარტია" ერთობლივად მუშაობდნენ"
ეროვნული ფორუმის" ინფორმაციით, კონფერენციაზე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიწვიეს.
როგორც "ეროვნული ფორუმი" განმარტავს, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციური სპექტრი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიციით გამოდის და მის განსახორციელებლადაც ერთად აპირებენ ბრძოლას.
კონფერენცია 17:00 საათამდე გასტანს.