23 დეკემბერს, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამომცემლობა "ინტელექტის" და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა მწერალ ნინო ხარატიშვილთან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანის "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" (მთარგმნელი: ნინო ბურდული) წარდგენა.
ავტორთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ისაუბრებს წიგნის ისტორიულ კონტექსტზე და თითქოსდა გამქრალ, დავიწყებულ საქართველოს წარსულზე, რომელიც ნინო ხარატიშვილმა ასე ოსტატურად გააცოცხლა ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელი ცხოვრების მაგალითზე, თითქმის ასწლიანი ქრონიკით.
ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში.
მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის "მერვე სიცოცხლე".
ფოტო: Danny Merz/Sollsuchstelle Photographie