"ერთიანი საქართველოს-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისიებას აფასებს. ბურჯანაძის თქმით, აქციაზე დღეს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იქნება, ვისაც "ქართული ოცნების" მიმართ სიმპათია არ აქვს.
"გარწმუნებთ, რომ "ქართულ ოცნებას" რისი ჩვენებაც უნდა ამ აქციით, იმას ვერ აჩვენებს. ამ აქციაში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული, რომელსაც სიმპატიები აქვს ჩვენს მიმართ ოპოზიციის მიმართ და არა ხელისუფლების მიმართ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.