მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მიხეილ სააკაშვილს იტალიის პრემიერის, სილვიო ბერლუსკონისა და რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის მეგობრობის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ნოღაიდელის პარტიის განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა ბერლუსკონისა და პუტინის მეგობრობის შესახებ ორივე მათგანისთვის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
"2010 წლის 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა, თავის საჯარო გამოსვლაში, ეჭვქვეშ დააყენა 2008 წლის აგვისტოში ევროგაერთიანების ძალისხმევა საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად და ისაუბრა იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონისა და რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის მეგობრობაზე, ორივე მათგანისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით", - ნათქვამია ნოღაიდელის პარტიის განცხადებაში.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა განახორციელა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, "რომელიც საქართველოსათვის გარდაუვალი კატასტროფით დასულდა". მოძრაობის განცხადებით, ომის პერიოდსა დამ მის შემდგომ, საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა. ევროგაერთიანებისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა ლიდერებმა გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, საქართველოს სახელმწოფოს გადასარჩენად და საქართველოს მოსახლეობისთვის დასახმარებლად.
"ბოლო წლებში უცხოეთის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ადამიანს, რომელიც რეგულარულად არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და გაუწონასწორებელ განცხადებებს აკეთებს, არამედ, ხშირად, ასევე მოქმედებს. თავის გამოსვლებში, სააკაშვილი უცხო ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებისათვის შეურაცხყოფის მიყენებისაც არ ერიდება", - ნათქვამია ნოღაიდელის პარტიის განცხადებაში.
მოძრაობა აგრეთვე აცხადებს, რომ "სააკაშვილის უპასუხისმგებლო, გაუწონასწორებელი და უცხო ქვეყნების პოლიტიკოსებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები არ ასახავს ჩვენი საზოგადოებისა და, მთლიანად, ქართველი ხალხის აზრს".