4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 3 ოქტომბერს, აღნიშნავენ თბილისშიც, ვაკის პარკის მთავარი შესასვლელთან და პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველოს ცხოველთა უფლებების კომიტეტი და უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აწყობს აქციას "გამკაცრდეს კანონები ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ".
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე დაწესებულია 1931 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ში, ბუნების დამცველთა მიერ საერთაშორისო კონგრესზე. ამ დღეს აღნიშნავს მსოფლიოს ცივილიზირებული ყველა ქვეყანა. ბევრ ქვეყანაში ამ დღეს იმართება აქციები ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.