აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, განცხადება მოწმობს იმას, რომ სისტემა მართალია უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში.
"აშშ-ს საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინგადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო.
მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ სისტემა მართალია უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.