UNESCO-მ ალპინიზმი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. იტყობინება Euronews-ი.
"ალპინიზმი ტრადიციული ფიზიკური აქტივობაა რომელიც მაღალმთიანი რეგიონები გარემოს, ისტორიის, ღირებულებების ცოდნით და განსაკუთრებული უნარების ქონით ხასიათდება", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბოგოტაში, იუნესკოს მთავრობათაშორისი გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოცხადდა.