საქართველოში ღორის გრიპის კიდევ სამი შემთხვევა გამოავლინეს. დაინფიცირებულთაგან ერთი ადგილობრივი მოსახლეა, ორი კი კიევიდან ჩამოვიდა.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ამ დროისათვის ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადებულები მკურნალობის კურსს სახლებში გადიან. სპეციალისტების განცხადებით, სამივე შემთხვევა მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.