ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებზე ძალადობას უპრეცედენტოს უწოდებს.
"პარლამენტის შენობაში მე ასეთი რამე არ მინახავს არასოდეს, ან რატომ შვებოდნენ, რა ამოცანა ჰქონდათ. სამარცხვინო იყვნენ შემსრულებლებიც, მაგრამ განსაკუთრებით ისინი, ვინც დაავალა ამის გაკეთება", - ამბობს ბოკერია.
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ბიოგრაფიაში კომიტეტზე ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხარდაჭერით, პოლიტიკური ლიდერების დაკავებით და ჟურნალისტებზე ძალადობით.
"ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმი - ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც. ეს პროტესტი გაგრძელდება. მათ იმედი აქვთ, ახალი წლები მოდის, ხალხი დაიშლება და დაიღლებაო, კი, ახალი წელი მოდის, ხალხმა უნდა იზეიმოს, მაგრამ მერე შემდეგი წელი დადგება, გაზაფხულიც მოვა და იქამდეც გვაქვს დრო. რომც დაგვჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ქვეყანას სჭირდებოდა, ეს პროტესტი გაგრძელდება და ან გონს მოეგება თვითoნ და უკან წაიღებს შეურაცხყოფას, რაც მიაყენა ქვეყანას ან ამ პროტესტის და მისი სამარცხვინო მოქმედების შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს", - თქვა ბოკერიამ.