"ჩვენ უწყვეტ ჯაჭვს ვაკეთებთ და დავდივართ ფეხით გადასასვლელზე. ასე რომ პოლიციას არ აქვს ჩვენი გაწევის უფლება, არ ვაფერხებთ სატრანსპორტო მოძრაობას, მანქანებს ვუთმობთ გზას”, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები მშვიდობიან აქციას აწყობენ და შესაბამისად კანონს არ არღვევენ.
"დღეს იმ თაღლითი მოსამართლეების გამო, რომელსაც ამტკიცებენ, მაქსიმალური დისკომფორტი უნდა იგრძნონ. ასე შეძვრებიან ყოველთვის პარლამენტში მანამ, სანამ არ მოეგებიან გონს. ბევრ მექანიზმს გამოვიყენებთ, ვერ დაგვდებენ ბრალს კანონდარღვევაში. შაბათს ვხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, სიას ვადგენთ კანონდამრღვევი სამართალდამცველებისა, რომელსაც აუცილებლად გადავცემთ საკონსულოებსა და შესაბამის უწყებებს, რომ ამ ხალხს აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება. ძალიან მარტივია შავ სიაში შევლენ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.