"ქრისტიან-დემოკრატებმა" რეგიონალური მაუწყებლების ხელმძღვანელებეთან ერთად რეგიონალურ ტელევიზიებთან დაკავშირებით პრობლემატური საკითხები განიხილეს.
ღოგორც შეხვედრისას გაირკვა, რეგიონალურ ტელევიზიებს ვალის რესტრუქტურიზაცია არ აკმაყოფილებთ და დამატებითი მოთხოვნებიც გააჩნიათ.
რეგიონალური მაუწყებლის ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ღვინიანიძის განცხადებით, რეგიონალურ ტელევიზიებს ბიუჯეტის სასარგებლოდ რამდენიმე ათას ლარიანი დავალიანებები დაუგროვდათ, რის გადახდასაც მაუწყებლები ვერ შეძლებენ.
მისი თქმით, ტელევიზიებს აღნიშნული თანხები უნდა ჩამოეწეროთ არა 2004 წლის ჩათვლით, არამედ 2009 წლის ჩათვლით.
ღვინიანიძის განმარტებით, ასოციაციაში 26 რეგიონალური ტელევიზია არის გაწევრიანებული, რომელთაც 2011 წელს ახალი ლიცენზიები უნდა მოიპოვონ და სწორედ ამ დროიდან ტელევიზიები ციფრულ მაუწყებელზე უნდა გადავიდნენ, თუმცა მათ თანხები არ ექნებათ და ისევ, ხელისუფლებამ უნდა გამოუყოთ თანხის გარკვეული ნაწილი ტელევიზიების რეორგანიზაციისთვის.
,,ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე კი ინიციატივით გამოდის, რომ განხორციელდეს რეგიონალური ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამინისტია, ანუ მათ დავალიანებები ჩამოეწეროთ.
თარგამაძის თქმით, ფრაქცია აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავს.
შეხვედრას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც ესწრებოდა. ომბუდსმენის თქმით, იგი მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც რეგიონალური ტელევიზიების საქმიანობის გააუმჯობესებას და მათ არსებულ პრობლემებს მოუხსნით.