მიუღებელია ის უკანონო გზები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს პროტესტის გამოსახატავად. მაგრამ უფრო საშიშია ის ხელოვნური დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდში ორგანიზდება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დგება ხოლმე პერიოდი განსაკუთრებით მმართველი ძალებისთვის, როდესაც ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორ მოიქცევა ადამიანი მაშინ, როდესაც ეს მომენტი დგება.
"გთხოვთ, რომ პოლიტიკურად სცადოთ პოლიტიკური პროცესების მოგვარება. პოლიტიკური გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით, კომპრომისებით და დათმობით. დგება ხოლმე პერიოდი განსაკუთრებით მმართველი ძალებისთვის, როდესაც ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორ მოიქცევა ადამიანი მაშინ, როდესაც ეს მომენტი დგება. რაც პრაგმატულად აწყობს პარტიას, აღარ აწყობს ქვეყანას, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთ დროს განსაკუთრებით მმართველი პარტია.
ახლა უკვე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თანამდებობას ჩალის ფასიც არ აქვს თუ გაქვს განცდა, რომ შენი პოზიციაზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, არ ემსახურება, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მე იმედი მინდა მქონდეს, რომ კიდევ არის რესურსი დარჩენილი, რათა დაპირისპირებების, ფიზიკური შეჯახებების ნაცვლად დიალოგით, შეთანხმებით და დათმობებით მოხდეს ქვეყნის დაწყნარება, დამშვიდება და ეს უპირველეს ყოვლისა "ქართული ოცნების" და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.