ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 12 დეკემბერს იმსჯელებს. კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მათ საქალაქო სასამართლომ საქმის მასალები უკვე გადასცა. მოგვიანებით საკითხი განსახილველად ბიუროს სხდომაზე გავა, შემდგომ კი უკვე კენჭისყრაზე დადგება.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი დამნაშავედაა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ნიკა მელიას "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე 25 000 -ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით მას 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.