„ქართული ოცნება მთლიანად გადმოვიდა ჩვენს განრიგზე, ოთხშაბათს გააუქმეს მოსამართლეთა კომიტეტი, გადადეს ხუთშაბათისთვის, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმამ გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, როცა დაინიშნევა კომიტეტის სხდომა, მაშინ გამართავენ პიკეტირებას.
„ქართული ოცნება მთლიანად გადმოვიდა ჩვენს განრიგზე, ოთხშაბათს გააუქმეს მოსამართლეთა კომიტეტი, გადადეს ხუთშაბათისთვის, როცა იქნება მაშინ იქნება პიკეტირება, რადგან ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის თემაა. ჩვენ გვექნება რეგიონებში მწვავე რეაქციები“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.