დღეს, 3 ოქტომბერს, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ეროვნული კონგრესი მუშაობას დაასრულებს.
კონგრესზე ალერგიის, ასთმისა და იმუნოდეფიციტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები განიხილება, რაც დიდად შეუწყობს ხელს ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვას.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია (WAO), იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემია (EAAC), იმუნოლოგთა ასოციაციის მსოფლიო გაერთიანება (IUIS) და სამედიცინო დარგის რამდენიმე ასოციაცია.
კონგრესის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, პროფესორები: სამი ბაჰნა, ისააკ მელამედი (აშშ), მოჰამედ და ჰა (ჰოლანდია), ვიქტორია კარდონა (ესპანეთი), ნინელ ბერეჟნაია (უკრაინა), ელენა კორნევა (რუსეთი), ტოდორ პოპოვი (ბულგარეთი), პოლ პოტერი (კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), იაკობ ნაპარსტეკი, ბენჯამინ ვოლოვიცი (ისრაელი), ფერდინანდ ნიკოლეტი (იტალია) და სხვ.