„თავისუფლება ვაჟა ექიმს“ - თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვდენ.
აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებაში დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ, ხელისუფლებას კი მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
სხვა მოქალაქეებთან ერთად აქციაზე „სირცხვილიას“ აქტივისტები და პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.
„ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობაში გადახედვას საჭიროებს იმიტომ, რომ ე.წ დალაგების პოლიტიკა კრახით დასრულდა. ყველა მცდელობას ხელისუფლების მხრიდან ნორმალურ ტონალობაში აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან მოჰყვება ზუსტად ასეთი ქმედებები, როგორიც არის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება“, - განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა.