ტირძნისიდან ბავშვების გატაცებასა და მათ დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობა მთიალანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ის სირცხვილი, რასაც ბავშვების დაპატიმრება ჰქვია, მთლიანად არის რუსეთის ფედერაციის და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების კისერზე.
`ის, რაც ჩვენ რუსეთის მხრიდან მოვისმინეთ, თითქოს საკითხი მთლიანად ოსეთის მხარეს ეხება, აბსოლიტური ცინიზმია. ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეები, ხოლოდ ე.წ. სამხრეთY ოსეთში ვითარებას მთლიანად რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ამიტომ ეს არის რუსეთის, როგორც საოკუპაციო ძალის, პასუხისმგებლობა,~ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, საერთაშორისო ზეწოლის ობიექტი უნდა იყოს რუსეთი და არა მარიონეტული და თვითმარქვია ხელიუსუფლება.