პეკინის ცეკვის აკადემიამ (BDA) მსოფლიოში აღიარებულ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს აკადემიის პროფესორის წოდება მიანიჭა.
საზეიმო ცერემონიალი პეკინში რამდენიმე დღის წინ ჩინეთში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის გასტროლის დროს შედგა.
ნინო ანანიშვილმა აკადემიაში მასტერკლასები ჩაატარა.
პეკინის ცეკვის აკადემიასთან ნინო ანანიშვილი 2012 წლიდან თანამშრომლობს.
აკადემიის სტუდენტებისთვის პრიმა-ბალერინამ დადგა ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ სუიტა და „შოპენიანა“.