ხვალ, 2 ოქომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'' ფარგლებში საქართველოში ჩამოსული ინგლისურენოვანი მასწავლებლები სოფელ კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში გამართულ რთველში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მასწავლებლები ასევე დაესწრებიან ყურძნის დაწურვის ცერემონიას.