დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა.
მონარქის რეზიდენციაში სტუმრებს დედოფალთან ერთად, ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კორნუელის ჰერცოგინია მიესალმნენ.
გუშინ, 3 დეკემბერს ლონდონში გაიხსნა ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული სამიტი.