კამპანიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დემოკრატი სენატორი კამალა ჰარისი ასრულებს თავის კამპანიას საპრეზიდენტო კანდიდატურის ნომინირებისთვის. იუწყება Associated Press-ი კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლის სურვილის შესახებ კამალა ჰარისმა 2019 წლის იანვარში გამოაცხადა.
კამალა ჰარისი, 54 წლის იურისტი, სანამ სენატორი გახდებოდა, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი იყო, მანამდე კი სან ფრანცისკოს პროკურორად მუშაობდა. სენატში 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოხვდა.
მისი საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა სექსუალურ ძალადობასთან წინააღმდეგ ბრძოლის, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და საშუალო ფენისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების იდეებს.