მცხეთის მერიასთან ოპოზიციური პარტიის წევრები და პარტიის აქტივისტები აქციას მართავენ. ოპოზიციის წევრები 2 დეკემბერს მცხეთაში მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგება.
„გრძელვადიანი გეგმაა პროტესტის გაგრძელება, მანამ სანამ ივანიშვილი გონს არ მოეგება, ან სანამ თვითონ თავისი მოქმედებებით არ დაიმხობს ხელისუფლებას თავზე“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს სცემეს, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.