20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 24 დეკემბრისთვის გადაიდო. ბრალდების მხარემ ახალი დოკუმენტის გასაცნობად დრო ითხოვა. საუბარია, საქმე სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მის უფლებებს ლახავს.
ომბუდსმენის მოსაზრების საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.
მოსამართლე შორენა გუნცაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 24 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადო.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეეზღუდა.