საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით შეიქმნას იურისტთა ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების იდენტიფიცირებას მოახდენს და მათ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ. როგორც მიხეილ სააკაშილი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მსგავსი ჯგუფი ხვალიდან შეიქმნება.
"მე თვითონ დავუჭერ მხარს ასეთ ორგანიზაციას. ჩვენ ხვალიდან უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, უმეტესობა ინდენტიფიცირებულია, ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, ცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში ამას შესაძლოა მაშინვე ეფექტი არ მოჰყვეს, მაგრამ ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს - ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად“, - ამბობს სააკკაშვილი.