რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან, - თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
"როგორც მთავრობის წევრმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დღევანდელი ვითარება შემიძლია შევაფასო ასე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას, გარდა ოკუპაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირისა, უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, ერთ-ერთი მთავარი, აქტუალური გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან. რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი.
დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხისშემცველი რადიკალური ძალის მხრიდან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.