ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით, სრულად გულწრფელად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, - თქვა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, რომელიც 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა.
“ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით, სრულად გულწრფელად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას ექსტრემისტული ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან“, - თქვა ღარიბაშვილმა.