ივანიშვილი შეშინებულია და მისი გუშინდელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შეშინებული ადამიანის ბოდვა, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზო ინტყერვიუს, რომელიც 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ შედგა.
მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს მას.
„გუშინ ივანიშვილს ვუსმინე - ყველაზე მძიმე ისაა, რომ ამ სახის განათლების და მორალისგან დაცლილი, ინტელექტისგან კილომეტრებით დაშორებული ადამიანი მართავს ქვეყანას. ეს არის წარმოუდგენლად უინტელექტო ადამიანი“, - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ სახელწმიფო გაანადგურა ივანიშვილმა.
„ჩვენ არ ვაძლევთ მას უფლებას, რომ სახელმწიფოს მოუკლას პერსპექტივა განვითარების. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას“, - თქვა მელიამ.