საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციას დაშლიან, თუ მომიტინგეები გზებს გადაკეტავენ და დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს.
„დაიშლება ქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს, რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ? შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და ბოჭკები, უნდათ ჭიდაობა“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პარლამენტთან და მის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.