თუ გარეთ იდგებიან, სამწუხაროდ, ვერასდროს მოილაპარაკებენ, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მნისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაური მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. გომელაურის თქმით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს.
„თუ გარეთ იდგებიან, სამწუხაროდ, ვერასდროს მოილაპარაკებენ“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პარლამენტთან და მის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.