დილიდან პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია საპოლიციო ძალები. პარლამენტთან აქციის მონაწილეები პიკეტრირებისთვის ემზადებიან
რკინის ჯებირებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე. პარლამენტის სხვა მისასვლელებთან კი სამართალდამცველები დგანან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებების მიუხედავად პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება.
"გეგმაში გვქონდა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მივსულიყავით პარლამენტთან და მშვიდობიანი პიკეტირება ჩაგვეტარებინა პარლამენტის შენობასთან. მთელი უბანი არის პარალიზებული პოლიციის მიერ და გადაკეტილია ყველაფერი. ხალხი სამსახურში ვერ წავა, რადგან მიმდებარე ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას. პიკეტირებასაც გავაგრძელებთ და ქართული ოცნების დეპუტატებს დისკომფორტსაც შევუქმნით. სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.