ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა ენა ხელისუფლებას არ ესმის, - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს არ შეასრულებს.
"ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა ენა ხელისუფლებას არ ესმის. წინააღდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ გამოცხადებული ე.წ. გერმანული მოდელი დღეს უკვე აქტიური განხილვის ფაზაში იქნებოდა. ვერ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალებას განგვისაზღვროს როგორ ვიცხოვროთ 2020-ში და 2024-ში," - განაცხადა ნონო ბურჯანაძემ.