ამ დროისთვის, პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შესვლა და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ.
მისი თქმით, პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია, რათა პარლამენტმა მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს ფუნქციონირება.
„პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ მოახდინეს შენობების პიკეტირება, პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება“ ,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.