"ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ხალხი აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს" - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე. მისი განმარტებით' ბიძინა ივანიშვილთან ერთად დამარცხდება მისი "ბანდაც".
"დღევანდელი დარბევის შემდეგ სადაც შევძელი, მივმართავდი პოლიციელებს, მეგაფონი რომ დაჯდა სანამ ხმა ჩამიხჩებოდა ვესაუბრებოდი რომ იცოდნენ სიმართლე რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა.
ეს ბიჭები ჩვენი ძმები და შვილებია, რომლებიც ამ ნაძირალა ივანიშვილის კი არა საართველოს სამსახურში უნდა იყვნენ და მათ ხალხის წინააღმდეგ იყენებს ეს რეჟიმი.
ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ხალხი აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის ბანდას.
საქართველოში გათენდება!", წერს სოციკურ ქსელში ბარამიძე.