“ქართულ ოცნებაში ვერ ხვდებიან რომ თემებს ისინი არ ხურავენ, თემებს ხურავს საზოგადოება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, თემებს ხურავს პროტესტი და რა და როგორ იქნება მაგას განსაზღვრავ საზოგადოება.
„იქნება ზუსტად ისეთი პროტესტი როგორიც დაანონსებული გვაქვს. დღეს რაც გააკეთეს, გაიტაცეს ადამიანები. ეს არის მათი შიში ამ პროტესტის მიმართ და დასრულდება საზოგადოების წარმატებით“, - თქვა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ხალხი თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და რა თქმა უნდა ხალხიც იქნება, პიკეტიც იქნება.
„ხვალ პარლამენტში ვერ შევლენ. სპეცრაზმს გამოიყვანენ? კიდევ მოვალთ. დაგვშლიან კიდევ მოვალთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ჩვენს გეგმებს, შედეგს და რომ დავიბრუნოთ არჩევნები“, - თქვა ხოშტარიამ.