ევროინტეგრაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე 30 ნოემბერს ბრიუსელში გაემგზავრება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია თავად ბარამიძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ლეგალური მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრები ქართველების დასაქმებას შეეხება.
"საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ევროპაში ლეგალურად დასაქმდნენ", -Gგანმარტა ბარამიძემ.