"ოცნება" უტიფობის საკუთარ რეკორდებს ხსნის - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, კახი კალაძის მიერ გახმოვანებულ უმრავლესობის გადაწყვეტილებას, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აფასებს.
"მთელ საზოგადოებას ეუბნებიან, გადაგაგდეთ და ფეხებზე გვკიდიხართო, ამასთან თქვეს, ჩვენი სატელიტები ვინც იქნებიან, იმას არ დავუყენებთ კონკურენტ კანდიდატსო. ეს არაფერს არ ცვლის, კიდევ უფრო მწვავე გახდება პოტესტი. ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია, იმ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციურ ფარგლებში არის და გერმანულ პრინციპზეა დაფუძნებული. ამ პროექტს გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კიდევ უფრო გავაშიშვლებთ ივანიშვილს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. თუმცა, პროტესტი მნიშვნელოვანი არის აქ, რომელიც გაგრძელდება და ეს სამარცხვინო გუნდის ლიდერი თავის კლოუნებიანად გატყდებიან და პოლიტიკურად ჩამოიქცევიან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თემა დახურულია და 2020 წლის არჩევნები შერეული მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.