საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის მოქმედ პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
მილოცვის ტექსტს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" აქვეყნებს.
"საქართველო და რუმინეთი ახლო მეგობრები არიან. მოუთმელად ველოდები ჩვენს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ბიუროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებული უპირატესობით, 66.5%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.